[rev_slider_vc alias=”main_slider”]

ასოციაციის მისია

აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაციის მოღვაწეობის ძირითადი მისიაა ხელი შეუწყოს აქტუარისა და ფინანსური ანალიტიკოსის პროფესიების საქართველოში დამკვიდრებასა და განვითარებას.

ჩვენ
შესახებ

აქტუარებისა და ფინანსური ანალიტიკოსების ასოციაცია (აფაა) დაფუძნდა 1998 წლის აგვისტოში საქართველოს სტატისტიკოსთა ასოციაციის ბაზაზე. აფაა ნებაყოფლობით საწყისებზე აერთიანებს აქტუარებსა და ფინანსურ ანალიტიკოსებს, ასევე იმ პირებს, რომელთა საქმიანობა ხელს უწყობს აქტუარისა და ფინანსური ანალიტიკოსის პროფესიათა საქართველოში დამკვიდრებას და განვითარებას. აფაა არის პირველი აქტუარული ასოციაცია ამიერკავკასიაში. აფაა არის აქტუარების საერთაშორისო ასოციაციის (International Actuarial Association – IAA) ასოცირებული წევრი 2000 წლიდან.